ახალი ამბები

სახალხო დამცველმა მუხროვანის სამხედრო ბაზა მოინახულა

2019 წლის 21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილეებმა მუხროვანის სამხედრო ბაზა მოინახულეს და ინფრასტრუქტურული გარემოს გაეცნენ. სახალხო დამცველმა ჯარისკაცთა საცხოვრებელი ნაწილები, სველი წერტილები და სასადილო დაათვალიერა. ასევე ესაუბრა პოლიგონზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს.

ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ სამხედრო მოსამსახურეებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე განუმარტა, თუ რა შემთხვევაში და საკითხების გამო შეუძლიათ მათ მიმართონ ომბუდსმენს.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სპეციალურ თავში ყოველწლიურად აისახება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მდგომარეობა და რეკომენდაციები. 2017 წლის ანგარიშში საუბარი იყო მუხროვანის ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და დღეს სახალხო დამცველის ვიზიტის მიზანს სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოების გაცნობა წარმოადგენდა.

სახალხო დამცველი მიესალმება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე დადებით ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ მუდმივად მიადევნებს თვალყურს მუხროვანსა და სხვა სამხედრო ბაზებზე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესს.

.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება