ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილება მოინახულა

2020 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის ფსიქიატრიული დაწესებულების ბაზაზე გახსნილი მრავალპროფილური კლინიკა (BMC) მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების საცხოვრებელი და სამკურნალო ტერიტორიები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია; შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების თანამშრომლებსა და პაციენტებს. კლინიკაში, სადაც 150-მდე პირია მოთავსებული, მუშაობს როგორც მწვავე ასევე გერიატრიული განყოფილებები.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ცენტრის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება და შესრულება. კერძოდ, ფსიქიატრიულ განყოფილებაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, საცხოვრებელი და თერაპიული გარემოს მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, კვლავ ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების და თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარების აუცილებლობას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება არ შეესაბამება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება