ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

2019 წლის 8, 10, და 15 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, უჩაშონას, ოფაჩხაფუს, ალერტკარის, კორცხელის მოსახლეობასა და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან პაპავამ მოსახლეობას სახალხო დამცველის მანდატი და უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების საკითხები გააცნო. ინფორმაცია მიაწოდა აპარატის საქმიანობის, უფლებამოსილების, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით საზედამხედველო ფუნქციის, საქმის შესწავლის შესაძლო შედეგებისა და მომართვის ფორმების შესახებ. ასევე ისაუბრა საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების წინაპირობებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მათ შორის სოფლების შიდა გზების, ასევე მერიის წარმომადგენლობების შენობების მოუწყობლობას, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, წყალარინების სისტემის გაუმართაობას.

უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება