ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

2019 წლის 12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე; ისაუბრეს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა წინაშე მდგარ სირთულეებზე, მათ შორის, საფრთხისშემცველ გარემოზე, გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის არქონაზე.

პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრეს შეწყალების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის საკითხი განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება