ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ევროსაბჭოს მმართველი კომიტეტის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოებაზე აღსრულების მდივანთან

2020 წლის 29 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველ მოადგილესთან თამარ გვარამაძესთან ერთად სტრასბურგში დეტალურად ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის ტირაჟირებისა და მედია დამოუკიდებლობის საკითხებზე ევროპის საბჭოს მმართველი კომიტეტის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოებაზე აღსრულების მდივანთან არტემიზა ჩესკასთან.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ხარვეზი დაასახელა, რომელიც ჟურნალისტთა სტატუსის განსაზღვრას გულისხმობს. ნინო ლომჯარიას განმარტებით, სტატუსის საკანონმდებლო დონეზე არარსებობა სირთულეებს ქმნის ჟურნალისტთა მისამართით ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში. სახალხო დამცველმა ასევე მიმოიხილა 20-21 ივნისის აქციის დაშლის შემთხვევა, რა დროსაც 30 ჟურნალისტზე მეტი დაზიანდა, თუმცა ჟურნალისტთა ხელშეშლის ფაქტი ამ დრომდე არ დადგენილა.

საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებების გამოწვევებს ციფრულ მედიასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება