ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა

2020 წლის 6 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს თამილა ლაფანაშვილს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ მას გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. სახალხო დამცველი განსაკუთრებით დაინტერესდა როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის, ასევე, იქ მყოფი სხვა პატიმრების დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით.

შეხვედრის დასასრულს ვაჟა გაფრინდაშვილმა მადლიერება გამოხატა სახალხო დამცველის აპარატის მიმართ თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის.

სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)