ახალი ამბები

სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს განაგრძობს

2019 წლის 22 ოქტომბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ ცხოვრების პირობებს გაეცნო. დევნილთა განაცხადებით, მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურული პრობლემები წარმოადგენს, მათ შორის, რეაბილიტაციას საჭიროებს დასახლებამდე მისასვლელი დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გადაადგილების პრობლემას ქმნის. უტრანსპორტობა კი, ართულებს ბავშვების სკოლებსა და ბაღებში მიყვანას.

დევნილები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ განსახლების საკითხზეც და მიიჩნევენ რომ, ფართების გადანაწილება არ ხდება სამართლიანად და დროში გაჭიანურებულია.

მუნიციპალიტეტში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო რწმუნებულს. ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მიიღო პირობა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები მომდევნო წლიდან გამოსწორდება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა განათლების საკითხებს და სახალხო ამცველის რეკომენდაციას, რომელიც ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის რეაბილიტაციას შეეხებოდა.

სახალხო დამცველმა საჯარო ლექცია გამართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტბს ომბუდსმენის მანატი გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა რეგიონში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)