ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოში ფინეთის ელჩს შეხვდა

2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არია ინკერი მაკონენს შეხვდა და სახალხო დამცველის მანდატი გააცნო.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ზოგადად მიმოიხილა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენდერული და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ისაუბრა სამოქალაქო განათლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე და ამ თვალსაზრისით ფინეთის დიდ გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს ფინეთის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)