ახალი ამბები

სახალხო დამცველი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საფრანგეთის ელჩთან საქართველოში დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველმა საფრანგეთის ელჩს გააცნო მანდატი, განიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ისაუბრა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის დეტალებზე.

საფრანგეთის ელჩი ასევე დაინტერესდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის ოფისის ჩართულობით.

საარჩევნო წლის დადგომასთან ერთად დიპლომატმა ომბუდსმენთან განიხილა წინასაარჩევნო პერიოდი, არსებული გამოწვევები და გარემო.

საფრანგეთის ელჩთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)