ახალი ამბები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველმა პრეზიდენტთან ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა. ასევე განიხილეს ახალი ბავშვთა კოდექსი, რომელზე ზედამხედველობაც სახალხო დამცველის აპარატს დაეკისრა.

შეხვედრისას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში სხვადსხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი და სახალხო დამცველი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ და პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ მონაწილეობა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას, ბავშვებამდე ინფორმაციის მიტანას და ახალ სერვისებზე წვდომის გაზრდას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება