ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა

2019 წლის 28-29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე თანასწორობის თემაზე გამართეს საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნინო ლომჯარიამ სტუდენტებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ესაუბრა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე, სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე, ასევე განიხილა ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

სტუდენტებს საშუალება ქონდათ სახალხო დამცველისთვის დაესვათ კითხვები და ემსჯელათ თემებზე, რომელიც აქტუალურია ახალგაზრდებისთვის იმერეთის რეგიონში.

დისკუსიის რეჟიმში წარიმართა შეხვედრა ასევე ქუთაისში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შშმ პირთა, ბავშვთა მიმართ ძალადობის და არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები ასევე საუბრობენ მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე ადვოკატთა ჩართულობის პრობლემაზე და სახალხო დამცველს მოუწოდეს აღნიშნული თემით დაინტერესებისკენ.

განიხილეს ჭიათურაში განვითარებული მოვლენები, შრომის უსაფრთხოების საკითხები, სოციალური შემწეობების გაცემის წესი და დევნილთა განსახლების პროცესი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)