ახალი ამბები

სახალხო დამცველი ისრაელის ელჩს შეხვდა

2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ.

ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი სახალხო დამცველის მანდატს და საქმიანობას გაეცნო. განიხილეს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის საკითხებზე.

ელჩი რან გიდორი რამდენიმე კვირაა რაც საქართველოში თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და მისი ვიზიტი სახალხო დამცველთან გაცნობითი ხასიათის იყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება