ახალი ამბები

სახალხო დამცველი ასურელებს ახალ წელს ულოცავს

დღეს, პირველ აპრილს ჩვენი ასურელი თანამოქალაქეები ახალი 6769 წლის დადგომას ზეიმობენ. ეს არის გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაული. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ყველა ასურელს ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს და მათ სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს.

ასურელთა ახალი წლის დღესასწაულს უძველესი ტრადიცია აქვს, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. მისი აღნიშვნა წინაპრების ტრადიციებითა და ყოფით არის განსაზღვრული და დაკავშირებულია შუამდინარეთის ხალხთან.

ასურელები ერთ-ერთი უძველესი ერია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. მათ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა, მას შემდეგ დავიწყებას მიეცა ქრისტიანობამდელ ღვთაებებთან დაკავშირებული ტრადიციები. ახალ წელს მთელი მსოფლიოს ასურელები ერთად ზეიმობენ, როგორც ასურელთა ერთიანობისა და აღორძინების დღესასწაულს.

* 2014 წლის საყოველთაო აღრიცხვის მონაცემებით საქართველოში 2 377 ასურელი ცხოვრობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)