ახალი ამბები

ომბუდსმენის ინსტიტუტის დაცვის და ხელშეწყობის თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპები

2019 წლის 18 მარტს ევროპის საბჭოს ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისიამ) ომბუდსმენის ინსტიტუტის დაცვის და ხელშეწყობის თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპები (ვენეციის პრინციპები) დაამტკიცა. პრინციპები მიმართულია ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების, დაცვისა და ეფექტურობის გაზრდისაკენ. ამასთან, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ომბუდსმენის ინსტიტუტის როლზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობაში, ომბუდსმენისთვის არსებით კონსტიტუციურ გარანტიებზე, ომბუდსმენის არჩევის წესსა და კრიტერიუმებზე, ომბუდსმენისთვის განცხადების/საჩივრით მიმართვის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე.

ვენეციის კომისია შემუშავებული პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს – დაიცვას და ხელი შეუწყოს ომბუდსმენის ინსტიტუტს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასა და ხელშეწყობის საქმეში. ასევე, მოუწოდებს სახელმწიფოებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შეასუსტოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)