ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან

2020 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათ წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული თუ ახალი ფორმატების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრისას ასევე, განიხილეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოში თანასწორობის მდგომარეობა; ხაზი გაუსვეს ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო ფართო და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება