ახალი ამბები

ლექცია მარნეულში „ევროინტეგრაცია: მითები და რეალობა ევროპის შესახებ“

2019 წლის 5 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისისა და მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით, ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და აქტივისტებისთვის მარნეულში ევროინტეგრაციის საკითხებზე ლექცია ჩატარდა.

თემაზე - „ევროინტეგრაცია: მითები და რეალობა ევროპის შესახებ“, ლექცია სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა დავითაშვილმა ჩაატარა.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ევროპულ ღირებულებებზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვემო ქართლის ოფისის საქმიანობაზე სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ლექციის შემდგომ დამსწრეთა კითხვებს გვანცა დავითაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ უპასუხეს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)