ახალი ამბები

კომპანია „ბადაგონმა“ სახალხო დამცველის აპარატს სადეზინფექციო ხსნარი გადასცა

კომპანია „ბადაგონმა“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უსასყიდლოდ გადასცა 360 ბოთლი სადეზინფექციო ხსნარი. სადეზინფექციო ხსნარი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემა სახალხო დამცველის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონიტორინგის პროცესში არიან ჩართული.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპარატის სახელით მადლობას უხდის კომპანია „ბადაგონს“ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)