ახალი ამბები

ევროპის განვითარების დღეები ბრიუსელში

2015 წლის 3–4 ივნისს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ევროპის კომისიის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტისა და რეგიონული ქსელების ორგანიზებით ევროპის განვითარების დღეები გაიმართა.

ღონისძიებას მსოფლიოს 106 ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან მიწვეული იყო სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ იუნკერმა. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობების და უშიშროების საკითხებში ფედერიკა მოგერინი პირადად შეხვდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებს და თავისი მოსაზრებები გაუზიარა ამ ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერების და მდგრადი განვითარების პროცესში.

ორდღიანი შეხვედრების განმავლობაში რამდენიმე სესია გაიმართა, სადაც ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტურ და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციებში; ბიზნესის და ადამიანის უფლების სფეროში და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)