ახალი ამბები

ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თემაზე: „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სერთიფიკატები და პრიზები გადასცა.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების დაინტერესება იძულებით გადაადგილების და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემით, რომელიც მიუხედავად დევნილობის დაწყებიდან დღემდე მწვავედ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის.

კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოსული 35-ზე მეტი ნაშრომიდან, სპეციალურმა კომისიამ სამი შეარჩია. გაიმარჯვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაზარე ჭაბაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სალომე კალანდიამ და ლელა კახნიაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს, მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

კონკურსი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში გაიმართა.

16.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)