ახალი ამბები

დისკუსია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე

2019 წლის 13 ნოემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა დისკუსია სახელწოდებით - „ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების გზები“. მასში მონაწილეობას იღებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დისკუსიის ფარგლებში მოხსენება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე იყო სახალხო დამცველი და ამ გადაწყვეტილების შედეგად გარკვეულ შემთხვევებში გაუქმდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (გარდა მარიხუანასი) უკანონო მოხმარების ან/და დამზადება, შეძენის ან შენახვის შემთხვევაში.

გიორგი ბურჯანაძე გამოსვლისას შეეხო 2 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემებს, საერთო სასამართლოების პრაქტიკას და იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ მიმართულებით ფიქსირდებოდა. შეხვედრის შემდგომ მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის სფეროები, რომელთა გარშემოც შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამომავლოდ მიმართვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)