ახალი ამბები

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

2019 წლის 2 დეკემბერს ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატია.

კვირეული გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკაში საპანელო დისკუსიით - „საპროტესტო აქციების რეტროსპექტივა“, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა 20-21 ივნისს ძალის გადამეტების საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე და სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცესზე.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება და აკადემიური დისკუსია ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :freeuni.edu.ge

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)