ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში

2020 წლის იანვარში სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში კოკა მებონიამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან, ასევე, სოფელ ჯუმისა და სოფელ ოდიშში მცხოვრებ ქალებთან.

კოკა მებონიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სახალხო დამცველის მანდატი; ასევე, სახალხო დამცველის ანგარიშები, სადაც საუბარია გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობის, ქალთა ჩართულობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ გარშემო არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახალხო დამცველის როლზე, შემუშავებულ რეკომენდაციებსა და ტენდენციებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)