ახალი ამბები

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიში

წინამდებარე ანგარიში პროკურატურის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შეფასებას ეძღვნება. ანგარიში მიმოიხილავს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და მათ შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. ანგარიშში ასახულია ცალკე გამოყოფილი საქმეების, კონკრეტული ბრალდებულებისა და დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობა. მიმოხილულია სახალხო დამცველის ჩართულობა გამოძიების პროცესში, რაც კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ წინადადებების გაცემაში გამოიხატებოდა. ანგარიშში ასევე მითითებული იქნება კონკრეტული საკითხები, რომელთაც გამოძიებამ მთავარი ყურადღება უნდა გაამახვილოს სამომავლოდ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)