ახალი ამბები

სააღდგომო მილოცვა

დღეს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მინდა ეს უდიდესი დღესასწაული მთელი სულითა და გულით მივულოცო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლსა და ყველა იმ ქრისტიანს, რომლებიც დღეს აღნიშნავენ იესო ქრისტეს აღდგომას, ვუსურვო მათ იესო ქრისტეს აღდგომის სიხარულით აღსავსე ცხოვრება და ბედნიერება.

საქართველოს სახალხო დამცველი

უჩა ნანუაშვილი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)