დეპარტამენტის შესახებ

სახალხო დამცველის საგანმანათლებლო მანდატი

საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სწავლებაა. ამ მიზნით აპარატი ხელს უწყობს ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და სწავლებას;

სახალხო დამცველი იღებს და განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება განათლების უფლებას, სწავლების შინაარსსა და პროცესს, როგორც სკოლამდელი, ისე ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული სწავლების მიმართულებით;

საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების (პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაცია და სხვა) გადამზადების პროგრამებში ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხებს და მათ შინაარსს.

სახალხო დამცველის აპარატი, ასევე მუშაობს ადამიანის უფლებათა განათლების ხელმისაწვდომობის თაობაზე.

სახალხო დამცველისთვის განცხადების მიმართვის საფუძველებია:

  • სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა საკითხების იმგვარად ასახვა, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით (მაგ: ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა გაეროს კონვენციები და სხვა) განსაზღვრულ განმარტებებს უფლებათა შესახებ;
  • მოსწავლეთა, ან მასწავლებელთათვის დადგენილ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ან სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალაში ადამიანის უფლებების პრინციპებთან შეუსაბამო ტექსტების, ილუსტრაციების, განმარტებების (მაგალითად: ტექსტი და ვიზუალური მასალა, რომლითაც ნორმალიზებულია დისკრიმინაციული შეხედულებები, პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია, არატოლერანტული დამოკიდებულებები და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ამგვარი სწავლებები) შეტანა;
  • სამოქალაქო განათლების საგნისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულზე ნაკლები საათების დათმობა;
  • ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გადამზადების პროგრამებში, რომელშიც ჩართული არიან პედაგოგები დასასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაცია;
  • ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პრინციპების მცდარი ინტერპრეტაცია, რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება