სიახლეები

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. 2020 წლის 29 იანვარს ნინო ლომჯარიამ შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.

შეხვედრაზე ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლს სასამართლო გადაწყვეტილებების შექმნასა და აღსრულებაში და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მოსაზრებები პროცესში არის ობიექტური, ღირებული, კომპეტენტური და მნიშვნელოვანი. ნინო ლომჯარიამ ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)