სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილეების შეხვედრები სტრასბურგში

2020 წლის 27 იანვარს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ეკატერინე სხილაძე სტრასბურგში სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს იან მალინოვსკის და ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ნინო ჩიტაშვილს, მარგარიტა გალსტიანს და ტანია მონტანარის შეხვდნენ. შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის პრიორიტეტულობა და ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილა. ისაუბრეს საქართველოში ევროპის საბჭოს სოციალური ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გამოწვევებსა და პრობლემებზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდაზე კომიტეტის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშების ალტერნატიული ანგარიშების მომზადების მიმართულებით.

ევროპის საბჭოს მიერ ახალი პროექტების განხორციელებასა და სახალხო დამცველის აპარატთან პოტენციური თანამშრომლობის თაობაზე, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით ისაუბრეს ევროპის საბჭოს რესურსების მობილიზაციისა და დონორთან ურთიერთობების უფროსს მეთიუ ბარსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციასთან პროგრამების კოორდინატორ სერგეი ბაზარიასთან გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც თამარ გვარამაძემ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს მხრიდან მეტი ჩართულობის საჭიროებას.

შეხვედრები სახალხო დამცველის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება