სიახლეები

სახალხო დამცველი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2019 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტებს და რექტორს შეხვდნენ.

ნინო ლომჯარიამ სტუდენტებს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა თანასწორობის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებაზე; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, სექსუალური შევიწროვების ფორმებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება მიმართონ სახალხო დამცველს და როგორია აპარატში განცხადების შემოტანის პროცედურა.

სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობითა და სახალხო დამცველის პოზიციით ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. სახალხო დამცველმა კმაყოფილება გამოთქვა სტუდენტთა ცოდნისა და იმ მაღალი ინტერესის გამო, რასაც ისინი სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ იჩენდნენ.

ამავე დღეს, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ბათუმის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და შშმ პირთა დღის ცენტრი მონახულა.

.
.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება