სიახლეები

ონლაინ კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2019 წლის 18 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მაია გედევანიშვილმა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა ჩხაიძემ მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ - ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების ორგანიზებით გამართულ ონლაინ კონფერენციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები და საქართველოს ათივე რეგიონიდან სოციალური ქსელის მეშვეობით ჩართული მოსწავლეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მათი შრომითი უფლებების, ოჯახში ძალადობის, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებს. ასევე იმ ნაბიჯებს, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებების დარღვევის დროს მიმართავს.

შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)