სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2018 წლის 13 აპრილს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-14 შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.

შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. საბჭოს მორიგი სხდომა 2 თვის ვადაში გაიმართება.

13.04.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება