სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. საბჭომ სხდომაზე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოხსენება წარუდგინა შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საქმიანობას, თვითმმართველი მუნიციპალიტეტების როლს და მათი ჩართულობის მნიშვნელობას შშმ პირთა უფლებების დაცვის პროცესში.

საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის მიერ გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. სათათბირო ორგანოს შემდეგი სხდომა სექტემბრის თვეში გაიმართება.

23.06.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)