სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2016 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.

საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის პროექტი.

შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში შესატანი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თავის პროექტი წარუდგინა.

სხდომის მონაწილეებმა წარმოადგინეს წინადადებები და მოსაზრებები პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეების მხრიდან შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციული/სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში განიხილეს გაეროს შშმ პირთა კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საბჭოს შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2 თვის ვადაში.

26.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)