სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაცია

2015 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობას.

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინეს საკონსულტაციო საბჭოს წევრებმაც, რომლებმაც ისაუბრეს შემდგომ საქმიანობაზე და პერსპექტივებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბჭომ უნდა განსაზღვროს სწორი ინდიკატორები კონვენციის მონიტორინგის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

საბჭოს საქმიანობის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.

საბჭოს მოწვეული წევრები არიან ფიზიკური, მენტალური, სენსორული შეზღუდვის მქონე პირები (წარმომადგენლები), რეგიონული შშმ პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი, შშმ ბავშვის ან/და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

  1. უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი;
  2. პაატა ბელთაძე – საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე;
  3. ნათია კაციტაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  4. ირინე ობოლაძე – სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი;
  5. ეკატერინე სხილაძე – სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი;
  6. მაკა სტივენსონი – სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი;
  7. ნიკა კვარაცხელია – სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
  8. მაია გედევანიშვილი – სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის უფროსი;
  9. ქეთევან ჭიღლაძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  10. გიორგი გოგატიშვილი – ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“-ს წარმომადგენელი;
  11. მარიამ მიქიაშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის - ა(ა)იპ "მარიანი" წარმომადგენელი;
  12. ლია ტაბატაძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობლების ორგანიზაციათა ქსელის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი;
  13. მაგული შაღაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი;
  14. ნინო აღდგომელაშვილი – ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრაში–თბილისი“ წარმომადგენელი.

უახლოეს პერიოდში ასევე გამოცხადება კონკურსი მონიტორინგის განმახორციელებელი ექსპერტების შერჩევის მიზნით.

24.09.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება