სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები: გამოწვევები ეთნიკური უმცირესობებისათვის და ცნობადობის ამაღლება

2014 წელს 1 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის პირების, ეთნიკური უმცირესობების შესახებ ცნობადობის ამაღლების პოპულარიზაცია /ფოკუს ჯგუფის კვლევის შედეგების“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში შშმ პირებისა და შშმ ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობაა ასახული. დოკუმენტში ასევე, შესულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე ცნობადობის ამაღლების პოპულარიზაციისათვის შემუშავებული და დაბეჭდილი ფლაერები და პოსტერები.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და გაეროს განვითარების ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში ნილს სკოტმა გახსნეს.

ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მუშაობის ანგარიში, ინფორმაცია ამ მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების თაობაზე და პროქტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.

„საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში 2015 წლის იანვრიდან შეიქმნება „შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის“ მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოამზადებს ანგარიშებს და მას გაეროს შესაბამის (CRPD) კომიტეტში გააგზავნის.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს, როგორც მონიტორინგისა და დაცვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან გამართეს, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. გასვლითი ვიზიტები განხორციელდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები და ბუკლეტები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში, სოფლის ამბულატორიებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში დარიგდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შშმ პირთაუფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია ეროვნული და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველისრეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების თაობაზე – 2013-2014

საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მუშაობის ანგარიში – 2014 წელი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება