სიახლეები

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან

2017 წლის 6 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლები ლიკა ბაციკაძე და ნინო ვალიკოვი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეებს შეხვდნენ.

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის გაზრდა.

აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში სრული ინკლუზიის აუცილებლობაზე, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღნიშნულ პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასა და პარკირების საკითხებზე.

მცხეთის მერიის, საკრებულოსა და გამგეობის მოხელეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში და დასასრულს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

სახალხო დამცველი აგრძელებს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება