სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილე გენერალური აუდიტორის მოადგილეს შეხვდა

2018 წლის 10 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და გაეროს შშშ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრები გენერალური აუდიტორის მოადგილეს ეკა ღაზაძეს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. საკითხი შეეხო სახელმწიფო აუდიტის კომპეტენციის ფარგლებში ამ პროგრამების ეფექტიანობის და შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას. მონაწილეებმა ასევე განიხილეს სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამომავლო ურთიერთთანამშრომობის საკითხი.

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით გაიმართა.

10.05.18



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)