სიახლეები

სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოს წევრი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდა

საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ექსპერტი ესმა გუმბერიძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდა.

ესმა გუმბერიძე 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობებსა და ინიციატივებში. სახალხო დამცველის აპარატთან მისი საქმიანობა ხელს უწყობს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული გამოწვევების ადვოკატირებას და შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ესმა გუმბერიძეს ულოცავს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მასზე დაკისრებული საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)