სიახლეები

შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებთან.

2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისის თანამშრომელმა ირინა გურჩიანმა მესტიის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო.

ახლად გახსნილ ცენტრში მოქმედებს 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი და დღის ცენტრის ქვეპროგრამა. მომავალი თვიდან 18 წლის ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეაბილიტაციისა და შინმოვლის პროგრამის ამოქმედება იგეგმება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება