სიახლეები

პროექტის „შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაცია: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ პრეზენტაცია

2014 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაცია: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივების“ შესახებ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და შეხვედრების ბაზაზე პროექტის იურისმა ირინა ობოლაძემ მოამზადა კვლევა – „ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი შშმ ქალთა უფლებების ჭრილში, გაეროს შშმ პირთა კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობის თვალსაზრისით“.

ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილში ჩატარდა სემინარები რეგიონული მასმედიის წარმომადგენლებისთვის თემაზე: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია. სემინარების დასრულების შემდგომ გამოცხადდა კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის უფლებების თაობაზე“.

გამარჯვებულები მოწვეულმა სპეციალური კომისიამ შეარჩია. ესენი არიან:

ნესტან ჩაგელიშვილი - საუკეთესო სტატია

ივეტა წითაშვილი - საუკეთესო ბლოგი

ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილემ შომბი შარპმა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა ჰელენა სანჩომ. განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების რეალიზების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობის დისკუსიის ფორმატში ჩართულიყვნენ თემის განხილვაში.

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

იხილეთ კვლევის პრეზენტაცია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება