ანგარიშები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

წინამდებარე დოკუმენტი ასახავს 2014 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიის ჩატარება საქართველოს რეგიონებში, ადგილზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების/შუამდგომლობების შემუშავება.
ანგარიშში მიმოხილულია განხორციელებული აქტივობები, საუბარია გასვლითი ვიზიტების დროს გამოვლენილ პრობლემებზე, უფლებადარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. ნაშრომში ასევე ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომანდაციები შესაბამისი უწყებების მიმართ.
პროექტის დაფარვის არეალი: კახეთი (იორმუღანლო, კაბალი, პანკისი), სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი) და ქვემო ქართლი (ბოლნისი, მარნეული). შესაბამისად, დაიგეგმა და განხორციელდა 6 გასვლითი ვიზიტი; მოეწყო 8 ფოკუსური ჯგუფი.
გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სულ 117 მოქალაქემ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

პრეზენტაცია

იხილეთ ესევე :
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე (2013-2014)

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება