სპეციალური ანგარიშები

ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში

სპეციალური ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგებს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2015 წლის აპრილში თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში, ასევე, ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელ 5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები, პერსონალის ნაკლებობა და დაბალი კვალიფიკაცია, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, ინფრასტრუქტურის გაუმართავობა და სხვა. დადებითად გამოიკვეთა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ხანდაზმულთა პანსიონატში არსებული მდგომარეობა, სადაც მომსახურება დადგენილი სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს, რათა სათანადოდ განახორციელონ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებების რეალიზაცია, უზრუნველყონ არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება