სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თემაზე „შესაძლებლობების გაზრდა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორებისათვის“

28-29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკაკი კუხალეიშვილმა და ლევან ბეგიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე – „შესაძლებლობების გაზრდა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორებისათვის“. შეხვედრის მიზანი იყო მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივ ოპერაციებში.

სამუშაო შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, „ფრონტექსის“ საკონსულტაციო ფორუმის დელეგატები ფუნდამენტალურ უფლებებთან დაკავშირებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ექსპერტი და საერთაშორისო მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და კოორდინაცია გაუწიეს სხვადსხვა ჯგუფებში მიმდინარე განხილვებს.

შეხვედრა ევროკავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის ფუნდამენტალური უფლებების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

frontex

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება