სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

პარლამენტის დადგენილებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი სახალხო დამცველის სამი მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციები აისახა. ფსიქიატრიული ჯანდაცვის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

სამინისტროს ანგარიში 2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარმოადგინა.

სამინისტროს პოზიციის მიუხედავად, ფსიქიატრიული ჯანდაცვის შესახებ რეკომენდაციების უმეტეს ნაწილს სახალხო დამცველი შესრულებულად ვერ მიიჩნევს. კერძოდ, სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებებში პაციენტთა რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ინდივიდუალური გეგმით არ მიმდინარეობს. შედეგად, იძულებით და პენიტენციური დაწესებულებებიდან გადმოყვანილი, ასევე, ხანგრძლივი დაყოვნების, ე.წ. „უვადო“ პაციენტები, მკურნალობას არადიფერენცირებული მიდგომით, მკაცრი რეჟიმის პირობებში გადიან. პაციენტები არ არიან ჩართულები მკურნალობის პროცესში, არ არიან ინფორმირებული კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების პროცედურის შესახებ. პაციენტთა შორის აგრესიის მართვა ხდება დაშინებით და ინექციებით.

პასუხგაუცემელია და შესაბამისად, შესრულებულად ვერ ჩაითვლება რეკომენდაციები პაციენტთა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობის გაძლიერების შესახებ, ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების თანდათანობით ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში გადასვლის, მკურნალობა–რეაბილიტაციის პროცესში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვის, პაციენტების გარკვეულ რაოდენობაზე პერსონალის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრის, პაციენტთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების აღდგენა–განვითარების შესახებ. ანგარიშში ასევე, არაფერია ნათქვამი,ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირის მშობლის უფლების დასაცავად შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. უცნობია, მიმდინარეობს თუ არა ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის გადახედვა. გაზრდილი დაფინანსება დასახელებულია ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საშუალებად, თუმცა, თანხის ოდენობა ვერ იქნება საკმარისი იმ მძიმე პირობების გამოსასწორებლად, რაც რამდენიმე დიდ ინსტიტუციაში გვხვდება.

დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ რეგულარულად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის სწავლება, მათ შორის ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზეც.თუმცა,სწავლებასთან ერთად,მნიშვნელოვანია, დაინერგოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემოწმებისა და შეფასების მეთოდოლოგია.

სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების და საჭირო ინფორმაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინერგება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ანგარიშგების ახალი ელექტრონული მოდული და მისი გამოყენების ვალდებულება. მუშავდება ფსიქიატრიული დაწესებულებების საბაზისო მედიკამენტების ნუსხა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მედიკამენტები ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

ჰოსპიტალგარეშე სამსახურების განვითარებისათვის გარკვეული ზომები ტარდება, თუმცა ეფექტი ძალიან მწირია და აშკარაა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება.

ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით დადებითად უნდა შეფასდეს პარლამენტში განსახილველად შესული განახლებული კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, რომელიც ამ სფეროში ეფექტიან რეგულაციებსითვალისწინებს. სამწუხაროდ, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მიმართ ჯერ–ჯერობით კვლავ ფიქსირდება ძალადობის სავარაუდო შემთხვევები, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შემთხვევებისა და მიმღები მშობლების სისტემური მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ნაწილობრივ შესრულდა რეინტეგრაციის სახელმწიფო სერვისში ჩართულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციები. ამასთან, ანალიზი აჩვენებს, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახებისსოციალური გაძლიერების, მათი ინფორმირებისა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების საკითხებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან. სახალხო დამცველი კი თავისი რეკომენდაციით ითხოვს, ზედმიწევნით შეფასდეს ამ დაწესებულებებში მცხოვრები არასრულწლოვნების და მათი ოჯახების მდგომარეობა და განისაზღვროს შესაბამისი ზრუნვის ალტერნატიული ფორმები. ამასთან, სახალხო დამცველისთვის უცნობია, მუშაობს თუ არა მუსლიმურ პანსიონებში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის დადგენილებისა, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურის“ შესახებ, არ ხდება ბავშვთა მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევესავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პასუხისმგებელ უწყებებთან სისტემური რეფერირება, ხოლო პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან დროული რეაგირება. არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს დაფიქსირდა ბავშვთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული 40 შემთხვევა, მაღალია ბავშვთა უგულებელყოფის მაჩვენებელიც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე შესრულდა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შრომის კანონმდებლობაში ასახვაა, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების გზით.

ნაწილობრივ არის შესრულებული რეკომენდაცია – შშმ პირთასაჯაროდაკერძოსექტორებშიდასაქმებისსტატისტიკის წარმოებისა და ერთიანისტრატეგიულიდოკუმენტის შექმნის, ასევე, სოციალურიინტეგრაციისსახელმწიფოპროგრამების მხრიდან ამპირთადასაქმებისსაჭიროებების ადეკვატურად გათვალისწინებისუზრუნველყოფის შესახებ.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, სამინისტრომ განახორციელა ხანდაზმულთასადღეღამისოსპეციალიზებულიდაწესებულებებისმონიტორინგი. თუმცა, ხანდაზმულთა პანსიონატებთან დაკავშირებით არსებული სხვა რეკომენდაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერ–ჯერობით არ შეუსრულებია. არ შეფასებულაძალადობისადაარასათანადომოპყრობისრისკფაქტორები, მათ შორისდამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და არ შექმნილა ადეკვატური რეაგირებისა და ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა. აგრეთვე,არ გატარებულა პერსონალისკვალიფიკაციისასამაღლებლად საჭირო ღონისძიებები.

არ შესრულებულა რეკომენდაცია უკუკავშირისადაგასაჩივრებისმექანიზმისგამართვისა დაანონიმურიუკუკავშირისმიწოდების შესახებ; არ შემუშავებულა და შესაბამისად არც ნორმატიული აქტით დამტკიცებულა კვების მინიმალური სტანდარტი.

27.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება