სიახლეები

სახალხო დამცველმა კოჯრის ბავშვთა სახლი მოინახულა

2013 წლის 3 დეკემბერს სახალხო დამცველმა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი მოინახულა. ბავშვთა სახლში ამჟამად 25 ბენეფიციარი ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე.

ბავშვები სუფთა, მყუდრო და მზრუნველ გარემოში იზრდებიან; კარგად იკვებებიან და არც გართობა აკლიათ, თუმცა, მაინც საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს მსგავსი მოზარდების დეინსტუიტუციონალიზაციაზე, რათა ბავშვები ოჯახური გარემოში გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ.

სახალხო დამცველმა და ბავშვთა სახლის დირექტორმა არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ისეთ განსაკუთრებულ და მწვავე პრობლემაზე ისაუბრეს, როგორიც დაავადებულ ბავშვთათვის სათანადო მკურნალობის ჩატარებაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება