სიახლეები

სახალხო დამცველმა აღსაზრდელის მიერ საპატრიარქოს ბავშვთა სახლის დატოვების ფაქტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის 2014 წლის 9 დეკემბერს ცნობილი გახდა ელეტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია–პანსიონი 15 წლის აღსაზრდელმა მიატოვა.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო შესაბამისი საქმისწარმოება, რომლის პროცესშიც განხორციელდა სახალხო დამცველის რწმუნებულის ვიზიტი ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია–პანსიონში, სადაც რწმუნებული შეხვდა პანსიონის ფსიქოლოგს, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის გამგეს და სხვა თანამშრომლებს.

სახალხო დამცველის რწმუნებული ბათუმში შეხვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებს.

უახლოეს მომავალში იგეგმება სახალხო დამცველის რწმუნებულების შეხვედრა თავად აღსაზრდელთან და მის კანონიერ წარმოადგენლებთან.

2014 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის სოციალური დაცვის დეპარტამენტს მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის შესწავლას და განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქმეზე ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად და მზადაა, საქმეში მონაწილე აღსაზრდელის ჭეშმარიტი ინტერების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლოს როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება