სიახლეები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) სემინარი ბავშვთა დაცვის საკითხებზე

2017 წლის 15–17 მაისს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის თანამშრომელმა მარიამ ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ორგანიზებითა და ბულგარეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერით გამართულ სემინარში, რომელზეც განიხილეს ბავშვთა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების და დამოუკიდებლობის, ასევე, არასრულწლოვანთა სექსუალური განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებისა და დანერგვის საკითხები. კონფერენცია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.

სემინარის მონაწილეებმა ევროპის ბავშვთა დაცვის ინსტიტუტების (ICRI) მანდატზე, მონიტორინგსა და ადვოკატირების, ინდივიდუალური საჩივრების წარმოების საკითხებზე ისაუბრეს.

კონფერენციის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ომბუდსმენისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით ბავშვთა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარებისა და საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დამსწრეთ სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ფუნქციები და მანდატის ძირითადი მიმართულებები გააცნო; ისაუბრა ბავშვის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ; ხაზი გაუსვა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების განხორციელების, ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ბავშვის უსაფრთხოების და განათლების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება