სიახლეები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების მე–18 გენერალური ასამბლეა და კონფერენცია

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების მე–18 გენერალური ასამბლეა და კონფერენცია
2014 წლის 22–24 ოქტომბერი
ედინბურგი
დიდი ბრიტანეთი

საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის (ENOC) ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომლის ორგანიზატორიც წელს იყო შოტლანდიის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისი. ღონისძიება 22-24 ოქტომბერს ედინბურგში გაიმართა.

საქართველოს წარმომადგენელმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „ძალადობა ბავშვის მიმართ“ და აუდიტორიას აჩვენა ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭოს სცენარით თბილისის სამხატვო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები – უნივერსიტეტების პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტები ადამიანის უფლებებში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების არასრულწლოვანთა ავტორობით მომზადებული 32 სოციალური შინაარსის მცირემეტრაჟიანი ფილმი.

გენერალურმა ასამბლეამ განიხილა ორგანიზაციის დებულება: ეკონომიკური კრიზისის შედეგების ზეგავლენა ბავშვზე – სიღარიბე და ცხოვრების გამკაცრებული პირობები და ბავშვი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თავისი კომენტარი გაუგზავნა ქსელის ბიუროს დებულებაში კონკრეტული საკითხის ჩამატებასთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღო დებულების მუხლების განხილვაში. აღნიშნული კომენტარი გაითვალისწინეს და დებულებაში ცვლილება შეიტანეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება