სიახლეები

ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქცია ახალციხეში

2018 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ საინფორმაციო აქცია გამართეს. ღონისძიების ფარგლებში ახალციხელ ბავშვებსა და მოზრდილებს გადასცეს საინფორმაციო ბროშურები და ფლაერები წყლისა და სანიტარიის მისაწვდომობაზე, დაარიგეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, ესაუბრნენ სახალხო დამცველის საქმიანობაზე ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით და განუმარტეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი.

ღონისძიება ჩატარდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის - „უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)