მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში

მრჩეველი - მერი კოჭლამაზაშვილი

2014 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის პოზიცია.

მრჩევლის საქმიანობის მიზანია: სახალხო დამცველის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენა, მასზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მრჩევლის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:

  • კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში უფლებათა დარღვევის შემთხვევების პროაქტიული და რეაქტიული მეთოდების გამოყენებით გამოვლენა;
  • დარღვევის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში გამოვლენილი ადამიანის უფლებათა პრობლემატური საკითხების შესწავლა და სათანადო დოკუმენტირება;
  • ადამიანის უფლებათა ცალკეული დარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის თემატურ სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის გზით);
  • კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში გამოვლენილ ადამიანის უფლებათა პრობლემატურ საკითხებზე ყველა შესაძლო ფორმის გამოყენებით სათანადო რეაგირების განხორციელება;
  • კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან 4დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა;
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)