სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის სემინარი მედიაში კონფლიქტების გენდერულ ჭრილში გაშუქების თემაზე

2017 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გამართა თემაზე - „მედიის როლი კონფლიქტების გენდერულ ჭრილში გაშუქებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში“.

სემინარი მიზნად ისახავდა მედია სივრცეში ქალთა საკითხების ეთიკურ და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, არსებული პრაქტიკის განხილვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას. სემინარის მეორე ნაწილში გაიმართა ფილმის „ჯოჯოხეთის განდევნა“ (Pray the Devil Back to Hell) ჩვენება, რომელიც ასახავს ლიბერიელ ქალთა ბრძოლას ქვეყანაში კონფლიქტის დასასრულებლად.

დისკუსიაზე მედიის წამომადგენლებმა კონფლიქტების გაშუქებისას გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე, ეთიკურ სტანდარტებზე, კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სივრცეში არსებული საკითხების გაშუქების აქტუალობაზე ისაუბრეს.

სემინარს უძღვებოდნენ სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება